weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ ორსული ცოლის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა

12:04 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ორსული ცოლის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნო და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენის თანახმად, ის ერთ წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო ერთი წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ რუსთავში, მამაკაცმა საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მრავლობითი დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ე.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქალაქ რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]