weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოსური მხარე: საქართველოს მოქალაქე იზოლატორში გადაყვანისას კიბეზე დაგორდა და გარდაიცვალა

13:10 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე, 34 წლის არჩილ ტატუნაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის დროს კიბეებზე დაგორდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

არჩილ ტატუნაშვილი გუშინ, ახალგორში დააკავეს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ ტატუნაშვილი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრმლობდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვალყურს ადევნებდნენ. ოსური მხარე ირწმუნება, რომ დაკავების დროს ტატუნაშვილს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სავიზიტო ბარათი ჰქონდა.

„ის ეჭვმიტანილი იყო სამხრთ ოსეთელების გენოციდში. დასაკითხად ცხინვალში იქნა გადმოყვანილი, რა დროსაც გამომძიებლებმა ტატუნაშვილს აჩვენეს მასალები, რაც ამტკიცებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებაში მის მონაწილებას და სხვა მართლსაწინააღმდეგო საქმიანობას. მას შემდეგ რაც გაეცნო მისთვის წარდგენილი ბრალის დასაბუთებას, ეჭვმიტანილმა უარი თქვა ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, მაგრამ არც მათი თანდასწრებით დაიწყო გამოძიებასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ გადაწყდა დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი მოთავსება, თუმცა გადაყვანის პროცესში მან ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლის იარაღის დაუფლება სცადა. თანმხლებმა პირებმა ამ მცდელობაზე რეაგირება მოახდინეს, მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაეცა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი“, - განაცხადეს ე.წ. უშიშროების კომიტეტში. განცხადებას სააგენტო „სპუტნიკი“ ციტირებს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმებმა განაცხადეს, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელიტური ქვედანაყოფის წევრი იყო და ავღანეთსა და ქუვეითში მსახურობდა.

„ის აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოძიების ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებენ, რომ ტატუნაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 357-ე მუხლი ითვალისწინებს (გენოციდი)“, - ნათქვამია ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]