weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნატახტარი-მესტიის და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდა

19:07 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

დღეიდან მესტია-ნატახტარი-მესტია და მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებით ავიარეისები განახლდა. საჰაერო მიმოსვლა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიარეისების განმახორციელებელ კომპანიას შორის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო 1 თებერვლიდან შეწყვეტილი იყო.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფრენებს კომპანია AK-AIR GEORGIA-ს კუთვნილი L-410 UVP E ტიპის თვითმფრინავი შეასრულებს. ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენები კვირაში ოთხჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას - 10:00 საათზე შესრულდება. მესტიიდან ნატახტარის მიმართულებით თვითმფრინავი ორშაბათსა და პარასკევს 15:00 საათზე გაფრინდება, ოთხშაბათსა და კვირას კი - 12:00 საათზე. მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათია. ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ზრდასრულთათვის 65 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ბილეთი 45,50 ლარი ღირს, ხოლო 0-დან 3 წლამდე ბავშვების გადაყვანა უფასოა.

რაც შეეხება ქუთაისი-მესტიის რეისს, ამ მიმართულებით ფრენა კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს, 13:30 საათზე განხორციელდება. იმავე დღეებში, 12:00 საათზე თვითმფრინავი მესტიიდან ქუთაისის მიმართულებით იფრენს. ერთი მიმართულებით ბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის 40 ლარია, 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის - 28 ლარი, ხოლო 0-დან 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია AK-AIR GEORGIA-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 31 იანვარს გასცა. სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კილოგრამზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის 11 თვეში, მესტიის აეროპორტი 6 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 2 899 მგზავრით, 72.80%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 11 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მშენებლობა 2010 წელს დასრულდა. აეროპორტი მსოფლიოს ათი უჩვეულო დიზაინის მქონე ულამაზესი აეროპორტის სიაშია მოხვედრილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]