weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე 27 წლის მამაკაცი დაიღუპა

22:53 პარასკევი, 23 თებერვალი 2018

თბილისში, თაბორის მთაზე, „პანორამა თბილისის გოლფის კლუბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. 27 წლის ლევან ლაფაჩი, 21 იანვარს, ახლადდასხმული ბეტონის ჭერის ჩამონგრევას ემსხვერპლა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს ifact.ge-მ გაავრცელა. შემთხვევის თვითმხილველი მათთან საუბარში ამბობს, რომ ბეტონის ჭერი საკმარისად გამაგრებული არ იყო, რის გამოც ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.

„ლაფაჩს რეზინის მილი ხელში ეჭირა და ბეტონს ასხამდა. მის გარდა ამ დროს იქ, სადაც ჭერი ჩამოწვა, არავინ იყო. ვინაიდან მუშები ხელფასს გამომუშავების მიხედვით იღებდნენ, ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი საქმე ნაკლებ დროში მოესწროთ. ამიტომ ბეტონის ბოძები, რასაც ჭერი უნდა დაეჭირა, ჯერ კიდევ სველი იყო, როცა ზემოდან ბეტონის საფარი დაასხეს. სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოწვა“, - უთხრა ifact.ge-ს თვითმხილველმა.

ლევან ლაფაჩი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

„პანორამა თბილისი“ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის ცენტრსა და სოლოლაკის ქედზე შენდება. პროექტის შემსრულებელი, შპს „თაბორი რიზორთსი“ მუშის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიას, შპს „ინ-სის“ აკისრებს. ამ კომპანიის წარმომადგენლის, ზვიად თოიძის განცხადებით, შიდა მოკვლევით დადგინდა, რომ მუშის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო. მისივე თქმით, ზედა სართულის ჩამონგრევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ლევან ლაფაჩის გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით იძიებს, რაც  გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც დამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]