იგი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მკურნალობდა, სადაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
გია მაისაშვილი 1962 წლის 24 ნოემბერს დაიბადა. იყო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) სპეციალური კურსი გაიარა, ხოლო 1997 წელს ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა დაამთავრა. გია მაისაშვილი საქართველოში 2003 წელს დაბრუნდა და „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური კონსულტანტი იყო. 2006 წელს მან ლიდერთა სკოლა ჩამოაყალიბა, დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“, 2008 წელს კი საქართველოს პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.