საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცნობით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება 16:19 საათზე მიიღეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 11 წუთში მივიდა, თუმცა ექიმებს 9 წლის ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამცავების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა.