weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ჩემი მკვდარი შვილი მომიყვანონ, რისთვის არის ეს მთავრობა? - არჩილ ტატუნაშვილის დედა

23:02 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

„სამი დღეა ველოდები ხალხო და ჩემი მკვდარი შვილი მაინც მომიყვანონ. მომიკლეს და მკდარი მაინც მომცენ. ხომ ჰყავთ მინისტრები ყველგან, გააკეთონ რამე, მოაგვარონ საქმე, რისთვის არის ეს მთავრობა?“, - აღნიშნა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე სავარაუდოდ წამების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის დედამ.

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს, გუდაურის გადასახვევთან თბილისი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს მთავრობა სათანადო ყურადღებას არ იჩენს, რომ ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს დროულად გადმოსცეს.

„არაფერი შეუძლიათ და იმიტომ მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები სპეცრაზმთან ერთად. ჩამიყენეს იქ ჩემი შვილის ტოლები, პატარა ბიჭები, თავებსაც ვერ სწევდნენ მაღლა“.

არავინ არაფერს არ გვპირდება, გამოვედი და გზა გადავკეტე, ველოდები. ხუნდაძე იყო მოსული, სპეცრაზმი მოიყვანა და დააყენა, რომ ნაბიჯი არ გადამედგა და არსად აღარ წავსულიყავი. სუბარი იყო მოსული და მე არაფერი შემიძლიაო, იბუტბუტა, თვითონაც არ იცოდა, რას ლაპარაკობდა და წავიდა“, - აღნიშნა არჩილ ტატუნაშვილის დედამ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პოლიციის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელებმა არჩილ ტატუნაშვილის მამა სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრთან შესახვედრად წაიყვანეს.

აქციის გამო ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილება პარალიზებულია და რამდენიმე კილომეტრიანი რიგები დგას.

არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. 23 თებერვალს ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორ საათში გარდაიცვალა. მოგვიანებით, საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა ე.წ. ინფარქტი დაასახელა. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ტატუნაშვილი ციხეში გადაყვანამდე გარდაიცვალა და ის ნაცემი იყო.

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ვიდრე რუსეთიდან პასუხს არ მიიღებენ, მისი გადასვენება არ მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]