„დათო ნოზაძის გაქცევა იმედგაცრუებით დასრულდა. თბილისში ჩასულმა აღმოაჩინა, რომ ზოოპარკი დაკეტილი იყო. მოგვიანებით პოლიციელებმა ის ქუჩაში მარტოდ მოხეტიალე შეამჩნიეს, მის მშობლებს დაუკავშირდნენ და დედაქალაქიდან ქალაქ ხაშურში დააბრუნეს.
თბილისის ზოოპარკმა გადაწყვიტა პატივი ეცა ბიჭისთვის ცხოველებისადმი ასეთი განსაკუთრებული სიყვარულის გამო. მომდევნო დღეს პოლიციის იგივე ოფიცრებმა დათო სახლიდან ცხოველების სანახავად ზოოპარკში წაიყვანეს. დათოს ზოოპარკი დირექტორმა ზურა გურიელიძემ დაათვალიერებინა. მან ლემურები, სპილოები, აქლემები და ალპაკები გამოკვება“, - წერს BBC.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის მომხმარებლებს 10 წლის ბიჭის ისტორიამ გული აუჩუყა. „ნამდვილი თავგადასავალია პატარა ბიჭისთვის. ის პატარა მეოცნებე და თავგადასავლების მაძიებელია“, - ციტირებს BBC ერთ-ერთ კომენტარს სოციალური ქსელიდან.