weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მურატ ჯიოევი - ტატუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნა რუსეთში გადაიგზავნა

00:05 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა.

სააგენტო „რესთან“ ჯიოევმა განაცხადა, რომ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთოსურმა მხარემ სამძიმარი გამოუცხადა ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, აღინიშნა, რომ მისი სიკვდილი ტრაგედიაა იმ კითხვების მიუხედავად, რაც გარდაცვლილის საქმიანობასთან დაკავშირებით ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართლადამცავ ორგანოებს აქვთ.

მურატ ჯიოევის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზებზე განსხვავებული ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები რუსეთში დამოუკიდებელ ექსპერტებთან გაიგზავნა.

„როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, მისი გარდაცვალება გულის უკმარისობამ გამოიწვია. ეს ჩვენს მიერ ჩატარებულმა წინასწარმა ექსპერტიზამ დაადასტურა. იმისათვის, რომ ჩვენი დასკვნები დადასტურდეს, მასალები დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე გავგზავნეთ. ცხედარი საქართველოს გადაეცემა ექსპერტიზის შედეგების ასლთან ერთად, რომელსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ.

დღევანდელ დღეს ყველა მხარემ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ არ შეიძინოს პოლიტიკური ფონი და კიდევ უფრო არ გაართულოს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა,“ - ამბობს ჯიოევი.

მან აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას, ეუთოს, ევროკავშირსა და ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს მიმართა. „მათ ყველას ერთი სურვილი აქვთ, რომ საქმემ არასასურველი განვითარება არ მიიღოს, არ გამოიწვიოს გართულებები და ობიექტურად იქნეს გამოძიებული“, - აღნიშნავს ჯიოევი.

მისივე თქმით, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირი შაბათს გაათავისუფლეს და ამჟამად ახალგორში, სახლში არიან, მაგრამ რადგან ე.წ. საგამოძიებო ორგანოებს მათთან შესაძლოა კითხვები გაუჩნდეთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა. ის სავარაუდოდ ნაცემი იყო. მისი ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით, ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი გადაკეტეს და ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]