ერთ-ერთი დაშავებული, 21 წლის მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა, მეორე ახალგაზრდის, 22 წლის მამაკაცის, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მას მრავლობითი ტრავმები აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.