weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სავაჭრო ცენტრ „თერგში“ ხანძრის შედეგად სულ მცირე 3000 კვ.მ. დაიწვა

11:07 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გვიან ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 3000 კვადრატული მეტრის ფართობია დამწვარი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დაიწვა შენობის მესამე სართული, ასევე მეორე სართულისა და ავტოფარეხის ნაწილი. სავაჭრო ცენტრში დასაქმებულები ამბობენ, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

სავაჭრო ცენტრ „თერგში“ განთავსებული მაღაზიების მფლობელები ირწმუნებიან, რომ შენობაში ელექტრო სისტემა ახალი გამოცვლილია და გამორიცხულია, ცეცხლის გაჩენის მიზეზი სადენების გაუმართაობა გამხდარიყო. მათივე თქმით, შენობაში ღამის განმავლობაში დაცვის სამსახური მორიგეობდა.

„სავაჭრო ცენტრი არის ძალით გადამწვარი. ამ ადგილით ივანიშვილი იყო დაინტერესებული. როგორც „ბავშვთა სამყაროს“ ადგილზე უნდა „კარფური“ ააშენოს, ისე ჰქონდა ამისი ინტერესი. იგივე ხალხი გადმოვიდა და იგივეს უკეთებენ. ელექტროსისტემა კარგად გამართულია და ღამით აბსოლუტურად ყველაფერი ითიშებოდა“;

„მეორად ტანსაცმელს ვყიდდი. შენობიდან ღამის 9 საათზე გამოვედი. იქ არანაირი საშიშროება არ იყო. მთელი ღამე დაცვა დადიოდა. ელექტროენერგიის გაყვანილობა ახალი გამოცვლილი იყო. ერთადერთი ნათურები იყო, რომლებსაც დაცვა მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდა. როგორ შეიძლება, ყველგან ჩნდებოდეს ხანძარი?“;

„ელექტროენერგიას ვთიშავთ და ისე გავდივართ. ჩვენ იმხელა გამოცდილება გვაქვს, რომ ქალაქს ღამით წვავენ, ვფრთხილობდით. რა მოხდა, რისგან გააჩინეს ცეცხლი, არ ვიცით. რატომ კაზინო არ იწვება? რატომ „კარფური“ არ იწვება?“

- ამბობენ სავაჭრო ობიექტების მფლობელები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 24 სახანძრო სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებლი და ხანძრის ჩასაქრობად 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მღებრიშვილის თქმით, შენობაში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერები და სავარაუდოდ, შესაძლებელია დადგენა, საიდან გავრცელდა ცეცხლი. მღებრიშვილი აცხადებს, რომ ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

სავაჭრო ცენტრი „თერგი“ ახლოს არის „ბავშვთა სამყაროსთან“, რომელიც გასული წლის იანვარში დაიწვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]