weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ჯარიმა 4000 ლარამდე გაიზრდება

12:48 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების ჩადენ, - 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევს 3 წლის ვადით ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლებაც. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. პროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. 

შეგახსენებთ, რომ, დღეისათვის მოქმედი კანონით, იგივე ქმედებისათვის დადგენილი ჯარიმ 250 ლარიდან 2000 ლარამდეა, ასევე გათვალისწინებულია პატიმრობა 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სანქციის ეს ზომა შეუსაბამოა ნორმის მიზანთან და სამართალდარღვევის შემაკავებელ ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს. 

„ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა, რომელიც ძირითადად ერთგვაროვანია და სახელმწიფოს წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის საკმაოდ მაღალი ოდენობის ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაგალითად, გერმანიაში ჯარიმის თანხა 150-დან 2500 ევრომდე მერყეობს, ხოლო უხამსი შეურაცხყოფა შესაძლოა 4000 ევროთი დაჯარიმდეს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]