weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ - ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

15:09 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018
„ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ - ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა ფოტო © ცაგო კახაბერიძე

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მახინჯაურიდან და ქობულეთიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრას და გადარგვას აპროტესტებდნენ.

საპროტესტო აქცია საყვირების ხმის ფონზე მიმდინარეობდა, დემონსტრანტებს კი ეკავათ ტრანსპარანტეპი წარწერებით „Stop ბიძინა“, „ერთად შევაჩეროთ ხეგლეჯია“ და „ფაროსანა ბიძინა“. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა სურდათ.

„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც საუკუნოვან დანაშაულს ჩადის და ანადგურებს აჭარის ბუნებას. ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ნადგურდება ულამაზესი ადგილები - ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი. როდესაც ხელისუფლებას ვეუბნებით, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის ახირებებს გადავაყოლოთ რეგიონი, საკმარისი არ არის. ამიტომ იძულებული გავხდით აქცია მოგვეწყო, რათა ხელისუფლებას ხალხის ხმა გავაგონოთ“, - განაცხადა აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

აჭარის მთავრობა აქციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხეების გადატანა კანონის ფარგლებში ხორციელდება.

„ხეების გადატანის საკითხი „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ხელოვნურად აქციოს აჟიოტაჟის საგნად, მაშინ როცა სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიჩეხა ასეულობით ჰექტარი ხე-ტყე და განადგურდა სარეკრეაციო ზონები“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

მათივე თქმით, მონიტორინგს გაუწევენ იმ ტერიტორიის მოწესრიგებას, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკში გადასარგველად ხეები გააქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]