შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბანკის ფილიალში თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
„11-ის ნახევარი იყო ბანკში რომ შევედი. რიგში 21 ადამიანი ვიდექით. ნიღბიანი მამაკაცი შემოვიდა. მომაძახა არ გაინძრე, გესვრიო და იარაღი ამოიღო“, - აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.