weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

15:37 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

თბილისში, გლდანის რაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, შენობაში შეიარაღებული პირი შევიდა, რომელიც სროლით იმუქრებოდა. თავდამსხმელმა თანხის გატაცება მოახერხა.  

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბანკის ფილიალში თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„11-ის ნახევარი იყო ბანკში რომ შევედი. რიგში 21 ადამიანი ვიდექით. ნიღბიანი მამაკაცი შემოვიდა. მომაძახა არ გაინძრე, გესვრიო და იარაღი ამოიღო“, - აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]