weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის დღეების დასათვლელად აპლიკაცია შეიქმნა

16:54 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ შექმნა. აპლიკაციის პრეზენტაცია იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამართა.

სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მობილური აპლიკაცია „Schengen/EU App“ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება, ჩაინიშნონ შენგენის/ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა. აპლიკაციას ქართული, ინგლისური და რუსული ინტერფეისი აქვს.

„მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ სწორად დათვალოს 180-დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღე, რათა უნებურად არ დაარღვიოს უვიზო მიმოსვლის წესები. აპლიკაცია მარტივია და მოქალაქეებს აძლევს საშუალებას: შეინახონ შენგენის ზონაში მოგზაურობის ისტორია (მათ შორის, ქვეყნების მითითებით); გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა; სოციალურ ქსელებში გააზიარონ მოგზაურობის ან მოგზაურობის ისტორიის ამსახველი ვიზუალური ინფორმაცია.

აპლიკაცია დამხმარე ხასიათისაა და ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას. „Schengen/EU APP“-ს, ცხადია, არ გააჩნია რაიმე იურიდიული ძალა. აპლიკაცია სრულად შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. მასში მითითებული ინფორმაცია ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე“, - განაცხადეს სერვისების განვითარების სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]