weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთის პოლიციამ კანონიერი ქურდის „დათო პანკისკის“ მკვლელობა გახსნა

13:41 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

თურქეთის პოლიციამ კანონიერი ქურდის დავით ალხანაშვილის („დათო პანკისკი“) მკვლელობა გახსნა. რუსული გამოცემა Life ამ ინფორმაციას რუსეთის სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ალხანაშვილი მოკლა ქილერმა, რომელიც კალაშოვის ახლო გარემოცვის წევრმა სოღოიანმა თურქეთში რუსეთიდან ჩაიყვანა.

36 წლის დათო ალხანაშვილი 22 დეკემბერს მოკლეს. ახლობლების ინფორმაციით, ის რესტორანში იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს, გარეთ გასვლის შემდეგ კი ზურგში ესროლეს. დაჭრილი ალხანაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დათო პანკისკი“ შესაძლოა კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის, იგივე „შაქრო მოლოდოის“ კლანის წევრებმა მოკლეს. თურქული მედია წერდა, რომ ალხანაშვილი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის დაჯგუფებაში იყო და 2011 წელს, „შაქრო მოლოდოის“ ნათესავზე დავით ოზმანოვზე (დათო კრასნოდარსკი) თავდასხმაში მონაწილეობდა.

დავით ალხანაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში დაკრძალეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]