weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ქარელში მომხდარ ავარიას 19, 22 და 27 წლის ახალგაზრდები ემსხვერპლნენ

14:56 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. გვიან ღამით, მსუბუქი ავტომანქანა ხიდის მოაჯირს შეასკდა და სარწყავ არხში გადავარდა.

ავტომობილით ხუთი ადამიანი მგზავრობდა. ორმა გადმოსვლა მოასწრო. გარდაცვლილთაგან ორნი, ძმები, ხაშურის მცხოვრებლები იყვნენ, ერთი კი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცარგორიდან იყო. დაღუპულები 19, 22 და 27 წლის ახალგაზრდები არიან.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 3117 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 345 დაზარალებულის სიკვდილით; 2017 წელს 2605 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 322 დაზარალებულის სიკვდილით. 2018 წლის იანვარში 466 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]