შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვებს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ჰქონდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ინგორიყვას კლინიკაში და ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შენობაში, საიდანაც შუშა ჩამოვარდა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა განთავსებული.