სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებში 12-დან 14 წლამდე ასაკის ექვსი ბავშვი გადაიყვანეს. მათ სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბავშვები 70-ე სკოლის მოსწავლეები არიან. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.