weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა

12:13 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ცნობილი ქართველი ილუზიონისტი, საქართველოში საილუზიო ხელოვნების დამაარსებელი ზურაბ ვადაჭკორია, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურაბ ვადაჭკორიამ სასცენო მოღვაწეობა 18 წლის ასაკში დაიწყო. მის შემოქმედებით პალიტრაში იყო მანიპულაცია ბანქოთი, მუშაობა მტრედებით, ცეცხლითა და რთული რეკვიზიტის გამოყენებით.

ზურაბ ვადაჭკორია 1981 წელს გახდა მოსკოვის მეფოკუსეთა კლუბის წევრი. 1986 წელს გახდა თბილისის ახლადდაარსებული ილუზიონისტთა კლუბის პრეზიდენტი. 1991 წელს ის „მაგების საერთაშორისო საძმოში“ გაწევრიანდა. იყო გადაცემა „ფოკუს-მოკუსი ყველასათვის“ ავტორი და წამყვანი. 2001 წელს ილუზიონისტმა ქუჩაში, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხუთტონიანი საბარგო მანქანა გააქრო. 2003 წლის 26 მაისს მეტეხის ხიდზე შეასრულა ჰარი ჰუდინის სასიკვდილო ტრიუკი - მტკვარში ჩაშვებულ ლითონის სეიფში ჯაჭვებითა და ბორკილებით ხელფეხშეკრული ზურაბი 3 წუთში გათავისუფლდა. 2003 წლის ივნისში გაკეთდა ცნობილი საილუზიო ნომერი „გაქცევა ჩინური წყლის საპყრობილედან“, ხოლო 2007 წელს ზურაბ ვადაჭკორიამ პირველად შეასრულა საავტორო ტრიუკი - გაქცევა ელექტრული კაფსულიდან. იმავე წელს გამოუშვეს საფოსტო მარკა „ქართული ილუზიონისტური ხელოვნება“, რომელზეც ზურაბ ვადაჭკორიას სილუეტი იყო გამოსახული.

საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ზურაბ ვადაჭკორიას ღირსების ორდენი მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]