weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ახალი რეგულაციები განუსაზღვრა

15:46 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ეროვნულ ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი განისაზღვრ, რომლის თანახმად, მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლიდან 30 წუთის განმავლობაში სავალუტო ოპერაციის გაუქმება შეუძლიათ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „ახალი წესი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს პირველი მარტიდან ავალდებულებს ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმოს აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნოს გაცვლილი თანხა“.

გარდა ამისა, მკაცრდება გადამცვლელი პუნქტების სარეგისტრაციო მოთხოვნები შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართობის მოწყობის კუთხით. სავალუტო პუნქტი და მისი ფილიალი ვალდებული არიან სალაროსთან, მინიმუმ 28 ზომის შრიფტით, ქართულად და ინგლისურად განათავსოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • „ვიყენებთ საკომისიოს – We are using commision fee“ (არსებობის შემთხვევაში);
  • „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ (არსებობის შემთხვევაში);
  • „მოითხოვეთქვითარი – Request a receipt!“;
  • „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში! – Transaction can be cancelled within 30 minutes after you receive the receipt!“.

სავალუტო პუნქტი (მისი ფილიალი) ასევე ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ელექტრონული დაფა, სადაც ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით უნდა იყოს ასახული:

  • ვალუტის დასახელება;
  • ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ);
  • ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ).

გადამცვლელი პუნქტის საოპერაციო ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 4 კვ.მ., სხვა ობიექტებისგან იზოლირებული, აღჭურვილი უნდა იყოს ყალბი ფულის ამომცნობი საშუალებებით, კომპიუტერით, საბეჭდი და ასლის გადამღები ტექნიკით. პუნქტის შიგნით და გარეპერიმეტრზე უნდა განთავსდეს ვიდეოკამერები, ასევე დამონტაჟდეს დაცვის საგანგაშო ღილაკი.

2018 წლის 28 თებერვლამდე დარეგისტრირებულ გადამცვლელ პუნქტებს ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მიეცათ,ხოლო 28 თებერვლის შემდეგ რეგისტრირებული გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა ახალი წესების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]