weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

4 და მეტშვილიან ოჯახებს სოციალური შეღავათები მიენიჭებათ

19:10 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება: ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, ყოველთვიურად 20 ლარს მიიღებს, ხოლო 5 ან მეტშვილიან ოჯახს ყოველ მომდევნო ბავშვზე დამატებით 10 ლარი მიეცემა.

კანონპროექტის ინიცირების საკითხს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი იხილავს. პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე არიან. პროექტისმიზანი სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და ასეთი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერაა.

იგეგმება შეღავათების მინიჭებაიმ ოჯახებისთვისაც, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი (სარეიტინგო ქულა) 300 000 ან უფრო ნაკლებია. 

კანონპროექტი ფინანსური დახმარების გარდა, მოიცავს ინიციატივებს სოციალურ სფეროში, განათლებისა და სპორტის მიმართულებით და ა.შ. 

კანონპროექტის თანახმად, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭებისა და სოციალური დახმარების გაცემის წესი საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე უნდა განსაზღვროს.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოში 12369 ოჯახია აღრიცხული, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს. შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებულ სოციალურ გასაცემლებზე წელიწადში დაახლოებით 3.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი 2006 წელს გაუქმდა. მანამდე ასეთი სტატუსი 7 და მეტშვილიან ოჯახებს ენიჭებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]