კომპანიის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ბოლონიის მიმართულება სპეციალურად შეირჩა, რადგან მილანის, ვენეციის, რომის და ფლორენციის მიმართულებით ბოლონიის აეროპორტიდან გადაადგილება მგზავრებს მატარებლით კომფორტულად შეუძლიათ.
რეისები ბერლინის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, ხოლო ყველა სხვა მიმართულებაზე კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.