weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

გერმანიაში საქართველოს 4 მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს

14:11 პარასკევი, 02 მარტი 2018

გერმანიის ქალაქ ლაიფციგში სპეცოპერაციის შედეგად 29-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. გამოცემა Torgauer Zeitung-ის ცნობით, დაკავებულები ძარცვასა და ქურდობაში არიან ბრალდებულები.

პოლიციას ძარცვის შესახებ ქალაქ მულდეს მცხოვრებმა შეატყობინა. სამართალდამცველებმა რამდენიმე საათის შემდეგ, ავტომაგისტრალზე მოპარული Skoda Octavia-ის მარკის ავტომობილი გააჩერეს, რომელშიც საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა. როგორც Torgauer Zeitung წერს, მათ შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი იყო და ეჭვმიტანილები იყვნენ სახლების ძარცვაში ჩრდილოეთ საქსონიის რაიონში, ლაიფციგსა და საქსონია-ანჰალტის მხარეში. დაკავების დროს ისინი მოპარული ნივთების გადატანას ცდილობდნენ და სამართალდამცავებისგან გაქცევა სცადეს. ორი მათგანი 29 წლისაა, ერთი კი 33-ის. საქართველოს მეოთხე, 35 წლის მოქალაქის დაკავება სახლის ჩხრეკის დროს მოხდა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ის ქურდობასა და ძარცვაში მონაწილეობდა. კრიმინალისტებმა სახლიდან ნაძარცვი ნივთები ამოიღეს.

საქართველოს ოთხივე მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]