weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

17:49 პარასკევი, 02 მარტი 2018

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შესაძლო ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

პროკურატურის განცხადებით, შესწავლილ იქნა პირველადი ინფორმაცია, მოხდა გასაუბრება მსჯავრდებულ კონსტანტინე ციხისთავთან, ასევე მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებთან და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა საქმეზე ადგილი ჰქონდეს ახლადგამოვლენილ გარემოებებს, გაჟღერებული ინფორმაციის ობიექტურად და სრულყოფილად გადამოწმების მიზნით, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია 2001 წლის 26 ივლისს მოკლეს. 2001 წლის 05 დეკემბერსსისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს მოქალაქე გრიგოლ ხურცილავა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 09 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი, განზრახ მკვლელობის ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ. ხურცილავა ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა.

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პატიმარ კონსტანტინე ციხისთავის მონათხრობი გაავრცელა. ციხისთავის განცხადებით, გიორგი სანაია ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, სანაიას მკვლელობის დამკვეთებს შორის ციხისთავი კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილსაც ასახელებს. კონსტანტინე ციხისთავი შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის ყოფილი წევრია. პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით თამაზ თამაზაშვილმა მიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]