weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება

22:48 პარასკევი, 02 მარტი 2018
ფოტოზე არჩილ ტატუნაშვილი ფოტოზე არჩილ ტატუნაშვილი

4 მარტს, 18:30 საათზე, თბილისში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის და ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება.

„აქციის მთავარი მიზანია გამოვხატოთ სოლიდარობა კიდევ ერთი დაღუპული ქართველის მიმართ, რომელიც ოკუპაციას შეეწირა. კიდევ ერთი ქართველი გახდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალადობისა და რუსული სისასტიკის მსხვერპლი. 4 მარტს ცივილიზებულ სამყაროს დავანახებთ, რომ საქართველო დგას მშვიდობის მხარეს, ხოლო სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი ისევ ირჩევენ ომის, მკვლელობებისა და ძალადობის გზას“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოლიდარობის გამოსახატად, თბილისში მდებარე 40-ზე მეტი ბარი, რესტორანი, მაღაზია და სხვა კომერციული ობიექტი ორი საათის განმავლობაში დაიხურება და მომხმარებელს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ეს დაწესებულებებია: „კანუდოსი“; „კამორა“; „ამოდი“; „ვოდკასტი“; „ფუნდუკი“; „პლენტ შოფი“; „საქსესი“; „ბურგერ ჰაუსი“; „ბია +“; Wizchiz; Pipes Burger joint; „ქეთის ბისტრო“; „პოლიფონია თბილისი“; „თონე“; Drunk Owl; „აზერფეშა“; „სკოლა“; „ლეილა“; „შავი ლომი“; „ემბერ ბარი“ რესტორანი „ბლუმი“; რესტორანი „ზალა“;კულინარიული აკადემია; ღვინო „ანდერგრაუნდი“; „ლიტერა“ „კულინარიუმი“; „ამბავი“; „დრამა ბარი“; „ლიტკაფე“; Kyoto sushi bar; „ლაღიძის წყლები“ და ა.შ.

34 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. 26 თებერვალს და 1-ელ მარტს უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები დე ფაქტო ხელისუფლებასა და ქართულ მხარეს შორის, ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემის საკითხზე. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდება, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთშია გაგზავნილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]