ქალაქ ქარელში 29 წლის მამაკაცმა მეზობელი ქალი ნაჯახით თავში დაჭრა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მამაკაცმა ქალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასკოლო ავტობუსის მძღოლი იყო. შსს-ში უარყოფენ ინფორმაციას, რომ ქალზე თავდასხმის დროს ის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.