weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სოფელ კარალეთში არასრულწლოვანმა სასურსათო მაღაზია გაქურდა

14:51 შაბათი, 03 მარტი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის ბ.შ. მაღაზიის მფლობელის ოჯახს იცნობდა. მათთან სტუმრობის დროს, მაღაზიის გასაღები სახლიდან მოიპარა, შემდეგ კი ღამის საათებში მალულად შეაღწია.

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანი გასაყიდად გამზადებულ პროდუქტს - სიგარეტს, ხილს, ენერგეტიკულ სასმელებსა და ტკბილეულს ფარულად დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა მხილებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მოპარული სიგარეტის რამდენიმე კოლოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - განაცხადეს შსს-ში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს ქურდობის მუხლით გამოძიება 10578 რეგისტრირებულ შემთხვევაზე დაიწყო, 2016 წელს 9646 შემთხვევაა აღრიცხული. 2018 წლის თებერვალში ქურდობის 1780 შემთხვევაა რეგისტრირებული, 2017 წლის თებერვალში კი გამოძიება 1231 რეგისტრირებულ ფაქტზე დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]