ხანძარი დილით დაახლოებით 10 საათზე გაჩნდა. ამ დროისთვის მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ანდრე ქუჯაიძის თქმით, ადგილზე 15 სახანძრო ბრიგდა მუშაობს და ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.
ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, საამქროში შინაური ცხოველების სადგომებს ამზადებდნენ და საზღვარგარეთ ყიდდნენ. საამქრო „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული.