weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჟინვალის წყალსაცავში წყლის შემცირების გამო მოსახლეობისთვის გრაფიკი დაწესდა

15:26 კვირა, 04 მარტი 2018

ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო, დუშეთის მოსახლეობას სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდება,საღამოს 18:00-დან 24:00 საათამდე. სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება ჟინვალის მოსახლეობასაც, ყოველდღე 18:00-დან 24:00 საათამდე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დანარჩენ დღეებში დუშეთის უბნებში, სკოლამდელი აღზრდის ცენტრებსა და სკოლებში, მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანები მიაწვდიან.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონის მკვეთრი ვარდნის გამო, იმდენად შემცირდა ჟინვალის სატუმბ სადგურში ფილტრატი წყლის შემოდინება, რომ შეუძლებელი გახდა სატუმბ სადგურში არსებული ტუმბო - აგრეგატების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში.

„აქედან გამომდინარე შეიქმნა იმის აუცილებლობა, რომ დუშეთისთვის, დაბა ჟინვალისთვის და მიმდებარე სოფლებისთვის სასმელი წყალიგრაფიკით მიგვეწოდებინა. მიმდინარეობს სადრენაჟე სამუშაოები და წყალმომარაგების გრაფიკიმარტის შუა რიცხვებიდანგაუმჯობესდება“, - განაცხადეს წყალმომარაგების კომპანიაში.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქ დუშეთში 6000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დაბა ჟინვალში კი 1800.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]