ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სამოყვარულო სპორტული თევზჭერის მასტერკლასები. სხვადასხვა ნომინაციებით დაჯილდოვდებიან ადგილობრივი თევზპროდუქტების მწარმოებლები. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის პროდუქცია. ჩატარდება კერძების მომზადების მასტერკლასები, რისი დაგემოვნებაც სტუმრებს ადგილზევე შეეძლებათ.
ფესტივალის ორგანიზატორი ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციაა.