weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 25 %-მა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა

20:56 ორშაბათი, 05 მარტი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, 2018 წელს შემოწმებული 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 25 %-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთთვიანი ვადა მიეცათ.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით ტექდათვალიერება ჩაუტარდა 11 457 ავტოსატრანსპორტო საშუალებას. 2 935 ავტოსატრანსპორტო საშუალება ცნობილ იქნა უვარგისად და მიეცა ერთთვიანი გამოსასწორებელი ვადა. ხარვეზების უმეტესობა დაკავშირებულია სამუხრუჭო მოწყობილობასთან, გამონაბოლქვთან, ფარებსა და შუქამრეკლებთან.

შემოწმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2 405 ავტოსატრანსპორტო საშუალება იურიდიული პირის მფლობელობაშია.

გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დამატებითი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შექმნის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.

1-ლი იანვრიდან 3,5 ტონაზე მეტი სატვირთოების, ასევე 8-ზე მეტ ადგილიანი სამგზავრო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმება ხდება. რაც შეეხება მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, 2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური დათვალიერება შეეხება იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებს, ხოლო 2018 წლის 1 ოქტომბრიდან მოხდება იმ ავტომანქანების დათვალიერება, რომელთა ძრავი არის 30000 მ3 და ზევით, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან პერიოდული ტექდათვალიერება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]