weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

USAID ფაროსანასთან საბრძოლველად საქართველოს 3,5 მილიონ დოლარს გამოუყოფს

13:50 სამშაბათი, 06 მარტი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისათვის 3,5 მილიონი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს. აღნიშნული ფინანსური რესურსით დამატებით მოხდება, ერთი მხრივ, ტექნიკის შესყიდვა (ტრაქტორები, შემასხურებლები, ფერომონები), მეორე მხრივ, ცოდნის გაზიარება და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„პირადად მქონდა შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში დამეთვალიერებინა ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილის პლანტაციები. ჩვენ მზად ვართ, პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად ჩავერთოთ დაგეგმილ ღონისძიებებში“, - განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, ბროკ ბირმანმა.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. წელს მავნებლის მასობრივად გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის კახეთშიც არის მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]