weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

თელავში 43 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

15:52 სამშაბათი, 06 მარტი 2018

თელავში, რუსთაველის გამზირზე, 43 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ბ.თ. სოფელ ყარაჯლიდან იყო და თელავში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს კახეთში მომხდარი თვითმკვლელობის მესამე გახმაურებული შემთხვევაა. 26 და 27 თებერვალს, ვარდისუბანსა და გომბორში სიცოცხლე თვითმკვლელობით 20 და 35 წლის ახალგაზრდებმა დაასრულეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის იანვარში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 180 რეგისტრირებულ შემთხვევაზე დაიწყო, 2017 წელს ამ მუხლით გამოძიება 655 შემთხვევაზეა დაწყებული, 2016 წელს 554-ზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]