სკოლის დირექტორის ამური ხარიტონიშვილის თქმით, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი გზაზე მოცურდა და მის წინ მიმავალ მანქანას შეეჯახა.
„ბავშვები ბოლო ზარის შემდეგ ყვარელში სასეირნოდ იყვნენ წასულები. ნაწვიმი იყო და როგორც ამბობენ, მანქანა ამიტომ მოცურდა. ჩემი ინფორმაციით, სიჩქარის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია. ამ დროისთვის საავადმყოფოში ორი მოსწავლე იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,- აღნიშნა ამურ ხარტონიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.