დეკემბერი 14, 2018
weather cur horoscope tv

„გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ“ - პოლიციელებმა თელავში 25 წლის მამაკაცი დააკავეს

07 მარტი, 2018 hits 32480

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თელავში დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მიზეზით 25 წლის მამაკაცი დააკავეს. თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ დაკავებისას მიწაზე დაგდებულ ახალგაზრდას საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ზემოდან აწვება და ყელში უჭერს, რის გამოც ახალგაზრდა პოლიციელებს რამდენჯერმე მიმართავს, რომ სუნთქვა უჭირს.

„რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალგაზრდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით გააჩერეს. საბუთების წარდგენის შემდეგ, მძღოლმა პოლიციელებს უთხრა, რომ უსამართლოდ იყო გაჩერებული და მისი დაჯარიმების საფუძველი არ არსებობდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, პოლიციელსა და მძღოლს შორის ხმამაღალი საუბარი იყო, თუმცა მძღოლს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამის მიუხედავად, სამართალდამცავებმა დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის მიზეზით მოქალაქის დაკავება დაიწყეს. ვიდეომასალის მიხედვით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მძღოლს განუმარტავს, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც გამოიწვევს 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.

საქმეს თელავის რაიონული სასამართლო 7 მარტს განიხილავს.

ამ თემაზე:

პოლიციამ გიორგი ქიტოშვილის დაკავების დროს პროპორციული ძალა გამოიყენა – შსს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]