ბაზარში დასაქმებულები „გურიის მოამბესთან“ ამბობენ, რომ სახანძრო-სამაშველო ბრიგადას ცეცხლის კერასთან მიახლოვება ვიწრო შესასვლელის გამო გაუჭირდა.
„ისეთი ვიწრო შემოსასვლელია, ვერ შემოვიდა სახანძრო მანქანა. ამასობაში დაიწვა მაღაზია. დაჩიხულია ყველაფერი. ღმერთმა ნუ ქნას, დახლს ცეცხლი გაუჩნდეს, ყველა ისე დავიწვებით, ვერაფერი გვიშველის“, - ციტირებს „გურიის მოამბე“ ერთ-ერთი თვითმხილველის კომენტარს.
ხანძრის შედეგად მაღაზიის მეპატრონე დაშავდა. მას სახის მსუბუქი დამწვრობა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.