სიმღერა მოძრაობა Putin Team-ის (პუტინის გუნდი) ინიციატივით ჩაიწერა. „ეს „პუტინის გუნდის“ არაოფიციალური ჰიმნია, თუმცა შესანიშნავად ასახავს მის ძირითად ღირებულებებს. სიმღერაში საუბარია იმაზე, რომ ერთად უნდა ვიყოთ, რამდენადაც ერთად მეტის მიღწევა შეგვიძლია“, - განაცხადა იდეის ავტორმა, პროდიუსერმა იგორ მატვიენკომ.
მუსიკალური ვიდეორგოლი 7 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოძრაობა Putin Team-ის მიზანია გააერთიანოს ის ადამიანები, ვინც რუსეთით ამაყობს და მხარს უჭერს პრეზიდენტს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს გაიმართება. პრეზიდენტის თანამდებობაზე ვლადიმერ პუტინი კენჭს მეოთხედ იყრის კენჭს. ის რუსეთის პრეზიდენტი 2000-2008 წლებში იყო, მომდევნო ოთხი წელი მთავრობას ხელმძღვანელობდა, 2012 წელს კი კვლავ პრეზიდენტად აირჩიეს. 2012 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 4 წლიდან 6 წლამდე გახანგრძლივდა.