weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამეგრელოში ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება გააცნეს

17:36 ოთხშაბათი, 07 მარტი 2018

„ყველაზე მთავარი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას მისი დროული მონიტორინგია“, -სამეგრელოში მცხოვრებ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამერიკელმა სპეციალისტებმა გაუზიარეს. ისინი რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

ამერიკელმა სპეციალისტებმა მონიტორინგის პროცესში ფერმერების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პირველ ინფორმაციას სახელმწიფოსა და სამეცნიერო წრეებს, უშუალოდ, თხილის მწარმოებლები უნდა აწვდიდნენ. მათი თქმით, ამერიკაში პლანტაციებში აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხელსაწყოებია დამონტაჟებული, მოკლული მავნებლის რაოდენობა კი მისი გავრცელების მასშტაბურობასა და სხვა ფაქტორების დადგენაში ეხმარებათ.

მეცნიერებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიურობას გაუსვეს ხაზი. მათი განმარტებით, მავნებლისგან მომდინარე ზიანის შემცირება მხოლოდ მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება.

„აშშ აზიურ ფაროსანას უკვე წლებია ებრძვის. პროცესი შრომატევადია, მასში კი უმთავრესი დროული მონიტორინგია. პლანტაციებში ამერიკელ ფერმერებს მავნებლის მოსაზიდი ხელსაწყოები აქვთ განთავსებული, შემდეგ ნახულობენ რა ზომისაა მწერი, რამდენი მოკვდა და ა.შ. ეს ინფორმაცია ბევრი დეტალის დაზუსტებაში გვეხმარება. ვხვდებით, რა ოდენობით და რა მასშტაბზეა გავრცელებული ბაღლინჯო. ამ ყველაფერს აკეთებს ფერმერი, შემდეგ კი ინფორმაციას  სახელმწიფოს აწვდის. აუცილებელია პროცესში ფერმერებმა იაქტიურონ“, - განაცხადა კომპანია TRECE Inc -ის ხელმძღვანელმა ბილ ლინგერმა.

აშშ-ში ბაღლინჯო პირველად 2001 წელს, პენსილვანიის შტატში დაფიქსირდა, 2010 წელს ფაროსანა უკვე 34 შტატში იყო გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაროსანასთან ბრძოლისთვის თითქმის 20 წელი დასჭირდა.

ამერიკელი მეცნიერები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლებთან ერთად,  ფერმერებთან შეხვედრას აჭარაშიც გამართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]