ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად პროზექტურაშია გადასვენებული. ჟურნალისტებთან საუბარში მეზობლებმა განაცხადეს, რომ ჩხუბის ან სროლის ხმა არ გაუგიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.