weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

10:55 ხუთშაბათი, 08 მარტი 2018

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) განცხადებით, 2018 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.

UN Women-ის განცხადებით, მთელ მსოფლიოში ადამიანები მობილიზებას თანასწორი მომავლისთვის ცდილობენ. ამ მცდელობამ გლობალური მსვლელობებისა და კამპანიების ფორმა მიიღო, რომელთა შორისაა #MeToo ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მიმართ პროტესტის გამოხატვის ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა #YoTambien მექსიკაში, ესპანეთში, სამხრეთ ამერიკასა და სხვა ქვეყნებში, #QuellaVoltaChe იტალიაში, #BalanceTonPorc საფრანგეთში, #Ana_kaman არაბულ სახელმწიფოებში, კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ “Ni Una Menos” („არცერთით ნაკლები“) არგენტინაში და ინიციატივები, რომლებიც თანაბარ ანაზღაურებას, ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და სხვა საკითხებს უკავშირდება.

„2018 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქმნის შესაძლებლობას, რომ ეს იმპულსი, ქალების გაძლიერების მიზნით, ყველა გარემოში, ქალაქსა თუ სოფელში ქმედებაში გადაიზარდოს და იმ აქტივისტების ძალისხმევა დაფასდეს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვისა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის დაუღალავად მუშაობენ“, - ნათქვამია გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებაში.

გაერო-ს კომისია ქალთა სტატუსის შესახებ 8 მარტს საერთაშორისო დღეს ყურადღებას იმ სოფლად მცხოვრები ქალების უფლებებსა და აქტივობაზე ამახვილებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტსა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულ ქალთა 43%-ის უმრავლესობას წარმოადგენენ.

„სოფლად მცხოვრებ ქალებს საკუთარი ქვეყნების საკვებით უზრუნველყოფის, სურსათის უსაფრთხოებისა და კლიმატის მიმართ გამძლეობის განმტკიცებისთვის მიწაზე მუშაობა უწევთ. თუმცა, არსებული გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის გამო, განვითარების ყველა პარამეტრით, ისინი სოფლად მცხოვრებ კაცებსა თუ ქალაქში მცხოვრებ ქალებზე უარეს პირობებში არიან.

მაგალითად, ქალი მიწათმფლობელების წილი მსოფლიოში 20%-ზე ნაკლებია. მაშინ, როცა გლობალურად ქალების ანაზღაურება კაცებისაზე 23%-ით ნაკლებია, სოფლად ეს განსხვავება შეიძლება 40% იყოს. ამასთან, სოფლად მცხოვრებ ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სათანადო ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე, ღირსეულ სამუშაოსა და სოციალურ დაცვაზე. ამას გარდა, ისინი უფრო მოწყვლადები არიან კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ.

დაპირებული მდგრადი განვითარების მიზნების რეალური განხორციელება, „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“, სოფლად გადაუდებელ მოქმედებებს მოითხოვს, რათა სოფლად მყოფი ქალებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი, ძალადობისა და საზიანო პრაქტიკებისგან თავისუფალი გარემო, ხელმისაწვდომობა მიწასა და საწარმოო საშუალებებზე, სურსათის უსაფრთხოებასა და კვებაზე, ღირსეულ დასაქმებაზე, განათლებასა და ჯანმრთელობაზე, მათ შორის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე.

სოფლად მცხოვრები ქალები და მათი ორგანიზაციები უდიდეს პოტენციალს ფლობენ. საარსებო საშუალებებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ისინი საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ“, – აღნიშნულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, 8 მარტს შეუერთდნენ​ მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რათა ერთად იზეიმონ, იმოქმედონ და შეცვალონ ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ 1975 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]