საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ზოგან ძლიერად. მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. შავ ზღვაში 5 ბალიანიანი შტორმია პროგნოზირებული.