weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო თბილისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

11:25 პარასკევი, 09 მარტი 2018

თბილისის მერია მოსალოდნელ ძლიერ ქართან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, თბილისში, 9 და 10 მარტს შესაძლოა, ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ-დან 25-30 მ/წმ-მდე გაიზარდოს.

„თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და ძლიერი ქარის შემთხვევაში მოერიდოს ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როგორც დასაქმებული პერსონალის შრომითი უსაფრთხოების, ისე სამშენებლო უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და თბილისში დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. დღისით შედარებით გამოიდარებს, ქარის სიძლიერეც შესუსტდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]