weather cur horoscope tv
ივნისი 14, 2024

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ერთ წელში 238 500 ლარი ხელფასი მიიღო

14:48 პარასკევი, 09 მარტი 2018

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის ხელფასი 2017 წლის განმავლობაში 238 500 ლარი იყო, ანუ თვეში 19 875 ლარი. აქედან, 160 500 ლარი მან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მიიღო, ხოლო 78 000 ლარი - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე.

არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2009 წლის 1 დეკემბრიდან იკავებს. მანამდე იგი ეროვნულ ბანკში მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მერიაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში. 

ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, არჩილ მესტვირიშვილის წლიური ანაზღაურება ეროვნული ბანკის წევრის პოზიციაზე ბოლო 4-წლიან პერიოდში 78 000 ლარი იყო, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 2016 წელს შეადგინა 149 000 ლარი, 2015 წელს - 159 000 ლარი, 2014 წელს 156 000 ლარი

შედარებისთვის, 2012 და 2013 წლების მონაცემებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის წლიური შემოსავალი 160 000 ლარს შეადგენდა, საიდანაც ხელფასი 118 000 ლარი იყო, საბჭოს წევრობისთვის სარგოს ოდენობა - 42 000 ლარი

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს სახელფასო შემოსავლების სრული დეკლარირება ჯერჯერობით არ მოუხდენია, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის წლიური ანაზღაურება 228 000 ლარი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]