weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ნიკოლოზ ვარდოშვილი გუბერნატორის ადმინისტრაციას საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება

15:33 პარასკევი, 09 მარტი 2018

„ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ვარდოშვილი კახეთის გუბერნატორს, ირაკლი ქადაგიშვილს დიდი ოდენობით საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ვარდოშვილის თქმით, გუბერნატორის ადმინისტრაცია წელს 40 000 ლიტრი საწვავის დახარჯვას გეგმავს.

„კახეთის გუბერნიის შესყიდვებს რომ გადახედოთ, ვერ გაარჩევთ - კახეთის გუბერნატორია თუ ნავთობმაგნატი. წელს კახეთის გუბერნიამ შეისყიდა 80 ათასი ლარის საწვავი, ანუ 40 000 ლიტრი. გაზაფხულია. რამდენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მოხვნა და დამუშავება შეიძლებოდა, კახეთში ადამიანები ვერაფერს ვერ აკეთებენ იმის გამო, რომ საწვავი არ აქვთ. არვიცი, სად უნდა იაროს ამდენი კახეთის გუბერნატორმა. 80 000 ლარის საწვავით ალბათ დედამიწას სამჯერ დაარტყავს წრეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ვარდოშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან, სადაც მან სიმბოლურად საწვავის ბიდონი მიიტანა.

ვარდოშვილის ბრალდებებს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა. ნინო უტიაშვილის თქმით, საწვავი, რომელსაც შეისყიდიან, გუბერნატორის ადმინისტრაციის მინიმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

„საწვავისთვის გათვალისწინებული თანხა - 82 160 ლარი, სახელშეკრულებო თანხაა, რომელიც წლის განმავლობაში ყოველთვიური გახარჯვის მიხედვით იქნება დაანგარიშებული. როგორც წესი, წლის ბოლოს, გახარჯული თანხა უფრო ნაკლებია ხოლმე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელთან შედარებით საწვავის ლიმიტი არ გაზრდილა და შეადგენს 39 500 ლიტრს. გამოყოფილი თანხის ოდენობა წელს საწვავზე ფასის მომატების გამო გაიზარდა“, – აღნიშნა ნინო უტიაშვილმა.

მისივე თქმით, საწვავის შესაძენად გასულ წელს 63 700 ლარი დაიხარჯა და 35 ათას ლიტრამდე საწვავი შეიძინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]