weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ხულოს საკრებულომ მეტროსადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების გადასახადი გააუქმა

18:26 პარასკევი, 09 მარტი 2018
ფოტოზე ჯუმბერ დიმიტრაძე ფოტოზე ჯუმბერ დიმიტრაძე

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ არარსებულ მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლი გააუქმა. საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილება დღეს შევიდა.

საკრებულოს თავმჯდომარის ჯუმბერ დიმიტრაძის თქმით, მოსაკრებლის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დადგენილებაში ერთი წლის წინ, დაუდევრობით მოხვდა.

„საკრებულოს თანამშრომელმა, რომელსაც დოკუმენტის დაბეჭდვა და გამოქვეყნების მიზნით „საკანონმდებლო მაცნესთვის“ მიწოდება ევალებოდა, შეცდომა დაუშვა. მან ის დოკუმენტი გაგზავნა, რომელიც საკრებულოს სხდომამდე გვქონდა და დამუშავებული არ იყო“, - უთხრა ჯუმბერ დიმიტრაძემ „რეგინფოს“.

როგორც „რეგინფო“ წერდა, ხულოს საკრებულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და შესაბამისი ტარიფები ჰქონდა დადგენილი. საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილების მიხედვით, მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებული იყვნენ 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაეხადათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]