დეკემბერი 14, 2018
weather cur horoscope tv

ქუთაისთან ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 6 დაშავდა

09 მარტი, 2018 hits 818

ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელას ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 3117 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 345 დაზარალებულის სიკვდილით; 2017 წელს 2605 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 322 დაზარალებულის სიკვდილით. 2018 წლის იანვარში 466 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]