weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

გარყვნილი ქმედებისთვის 63 წლის მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

01:21 შაბათი, 10 მარტი 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 63 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის განაჩენის თანახმად, მსჯავრდებული 3 წელსა და 4 თვეს საპატიმრო დაწესებულებაში გაატარებს, წელიწადი და რვა თვე კი პირობით პატიმრობაში იქნება.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მსჯავრდებულის ადვოკატი სოლომონ კოჩალიძე სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უფრო მსუბუქად უნდა დაისაჯოს.

63 წლის მამაკაცმა 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩაიდინა. იმის გამო, რომ საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს, სასამართლო სხდომა დახურული იყო.

2017 წლის ოქტომბერში, აჭარის ტელევიზიასთან მამაკაცი ამბობდა, რომ ბავშვს „მოეფერა“, რასაც დანაშაულად არ მიიჩნევდა.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, ისჯება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]