„ჩვილს ყელზე რაღაც ჰქონდა მოჭერილი. სავარაუდოდ, დამხრჩვალია“, - განაცხადა ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.